რეზონანსი
20.10.2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.

ჟურნალისტს შსს გზის გადაკეტვას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ყველაზე მკაცრი სასჯელის - ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. მას მიაჩნდა, რომ არ უნდა გამოყენებულიყო სიტყვიერი გაფრთხილება. ამასთან, მათი მტკიცებით, სასამართლოს კანონიერად შეუძლია ქეთა ციცქიშვილის დაპატიმრება, მიუხედავად იმისა, რომ ციცქიშვილი მცირე წლოვანი შვილის დედაა, რადგან ციცქიშვილის შვილს 3 ოქტომბერს შეუსრულდა 12 წელი, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით, ასეთ შემთხვევაში მშობლის ადმინისტრაციული წესით პატიმრობა დასაშვებია.

შსს-ს წარმომადგენლის ამ არგუმენტაციას, თავად ჟურნალისტმა ასე უპასუხა:

"არ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ ამ ქალბატონმა იმდენჯერ ახსენა ჩემი შვილი, რომ მინდა ვუთხრა, რომ იქ შვილისთვის ვიდექი. არ ვიცი შენ გყავს შვილი თუ არა, მაგრამ მე, იქ, შენი შვილისთვისაც ვდგავარ",- მიმართა ჟურნალისტმა შსს-ს წარმომადგენელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×