რეზონანსი
21.10.2025

ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ლიფტი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ძველი კონსტრუქციის დემონტაჟის შემდეგ, ვერტიკალური დახურული პლატფორმა და პანორამული შახტით ჰიდრავლიკური ტიპის ლიფტი დამონტაჟდა.

პირველ ეტაპზე გადასასვლელის მეორე მხარეს, ვაკის პარკში მოეწყო ახალი ლიფტი. ორივე კონსტრუქციის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება 110 000 ლარს შეადგენს.

ლიფტების საშუალებით შშმ პირებს მარტივად და უსაფრთხოდ შეუძლიათ გადაადგილება ჭავჭავაძის გამზირის ორივე მხარეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×