რეზონანსი
21.10.2025

ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე არმინ ლაშეტი X-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ევროპის საგარეო პოლიტიკა სერიოზულ კრიზისშია.

მისი განცხადებით, როცა ისმის გაფრთხილებები იმის თაობაზე, რომ ღაზის სექტორში სამშვიდობო პროცესი რისკის ქვეშაა, თუ „ჰამასი“ სწრაფად არ განიარაღდება, კაია კალასი ისრაელს სანქციებით ემუქრება.

„როგორ შეიძლება ასეთი გამოცდილების არმქონე ადამიანი, როგორიც კაია კალასია, გახდეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში? მაშინ, როცა საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან ისმის გაფრთხილებები, რომ სამშვიდობო პროცესი რისკის ქვეშაა, თუ „ჰამასი“ სწრაფად არ განიარაღდება, კალასი პირიქით, ისრაელს სანქციებით ემუქრება. ევროპის საგარეო პოლიტიკა სერიოზულ კრიზისშია“, - დაწერა არმინ ლაშეტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×