რეზონანსი
21.10.2025

 სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

როგორც ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და კულტურის სფეროებში.

"პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან თბილისში. განვიხილეთ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და კულტურის სფეროებში, ასევე რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები. ძალიან ვაფასებ ჩვენს აქტიურ პოლიტიკურ დიალოგსა და მეგობრობას", - აღნიშნავს ნიკოლ ფაშინიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×