რეზონანსი
22.10.2025

ლევან მახაშვილი გერმანიაში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ დასმულ კითხვებს აფასებს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ასეთი კითხვების დასმა ძალიან კარგია.

„ძალიან კარგია, რომ საქართველო და ჩვენი ხმები არ არის მარტო ამ საქმეში. ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებულები და ამ კითხვებს ვერ გაეცემა პასუხები, თუ თავად გერმანელებმა არ დაუსვეს საკუთარ ხელისუფლებას ეს კითხვები. კარგია, რომ როგორც იქნა, მათ შორის გერმანიაში ეს ხმები ისმის. საინტერესოა, გერმანიის მთავრობის პასუხი რა იქნება“, - განაცხადა მახაშვილმა.

პეტერ ფიშერის საქართველოში სადავო აქტივობებთან დაკავშირებით დასმული კითხვების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გერმანული პარტია, ბუნდესტაგს ახალი შეკითხვებით მიმართავს.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ დეპუტატებს აინტერესებთ, საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ მხარდაჭერას გერმანიის ფედერალური მთავრობისგან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტებით, ან სხვა საშუალებებით.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×