რეზონანსი
22.10.2025

პოლიციამ ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ძმა, გაბრიელ წულაია წერს.

„ჩემი ალალი ძმა, ჟურნალისტი ირაკლი წულაია ახლა დაიჭირეს სახლთან, არასრულწლოვანი შვილი მიყავდა და ეზოში „ჩასაფრებულები“ იყვნენ. ეტყობა, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის გამო დაიჭირეს! იმედია, ზამთარში როგორც მოექცნენ და გაუერთიანეს ცხვირ-პირი უსამართლო ძალოვნებმა, იგივენაირად არ მოიქცევიან!

4 ოქტომბრის ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ მერე საერთოდ სურვილი არ მქონდა ქუჩაში გასვლის, მაგრამ „ოცნება“ მაიძულებს, რომ შევცვალო ჩემი ძმა და დღეიდან მეც აქციაზე ვიქნები, ამ დაჭერებით კიდევ უფრო ცუდ შედეგებს მიიღებთ“, - წერს გაბრიელ წულაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×