ნატალია ჯვარიძე
22.10.2025

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას დაარტყა, - ინფორმაციას უკრიანული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„21 ოქტომბერს, უკრაინის საჰაერო ძალებმა, სახმელეთო ჯარებთან, საზღვაო ფლოტთან და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას დაარტყა.

მასშტაბური კომბინირებული სარაკეტო და საჰაერო დარტყმა მოიცავდა Storm Shadow-ს საჰაერო რაკეტებს, რომლებმაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა დაძლიეს", - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგები ზუსტდება. გენერალური შტაბი განმარტავს, რომ ბრიანსკის ქიმიური ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ეს ობიექტი აწარმოებს დენთს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და სარაკეტო საწვავის კომპონენტებს, კერძოდ, საბრძოლო მასალისა და რაკეტებისთვის, რომლებსაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დაბომბვისთვის იყენებს.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ უკრაინა აგრძელებს ენერგოომს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ისედაც რთული ვითარება, უფრო გაამწვავოს.

„ბრიანსკის ოლქი ფრონტისპირა ხაზად ითვლება. უკრაინელებმა ენერგომომარაგების ობიექტს დაარტყა. უკრაინა აგრძელებს ენერგოომს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ენერგოინფრასტრუქტურის განადგურება მოახერხოს და გამოიწვიოს ენერგოკრიზისი რუსეთში, რომ ამას მოჰყვეს ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები, რაც უკვე დაწყებულია.

ასე რომ, ეს არის ენერგეტიკული ომის შემადგენელი ნაწილი. რუსეთში უკვე დაწყებულია საწვავის კრიზისი და ასეთი თავდასხმები კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას. უკრაინამ ამ თავდასხმაში გამოიყენა ბრიტანული, საკმაოდ ეფექტური სარეკეტო ბალისტიკური ტიპის იარაღი. „ტომაჰავკი" არის ოპერატიულ-სტრატეგიული ტიპის იარაღი, რომლის მსგავსი, ოღონდ ტაქტიკურ-სტრატეგიული „შტორმ შედოუა", რომელიც უფრო მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტებია. საკმაოდ ეფეტურია",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×