რეზონანსი
22.10.2025

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით და 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომით, საქართველო ინვესტორებს სტაბილურ და რეფორმებზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, კომპანია Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი ინვესტიცია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მზარდი მიმზიდველობა გააჩნია ინოვაციებისა და შესაძლებლობების რეგიონულ ჰაბად წარმოჩინების პირობებში.

„დღეს მქონდა პატივი თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეხუთე ფორუმის პანელური დისკუსია გამეხსნა, რომელიც საქართველოს მზარდ როლს ეთმობა რეგიონული ინვესტიციებისა და დაკავშირებადობის კონტექსტში. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით და 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომობით, საქართველო ინვესტორებს სტაბილურ და რეფორმებზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს. კომპანია Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი ინვესტიცია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მზარდი მიმზიდველობა გააჩნია ინოვაციებისა და შესაძლებლობების რეგიონულ ჰაბად წარმოჩინების პირობებში“, - აღნიშნავს პრემიერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×