რეზონანსი
23.10.2025

შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ძალადობით და დაზარალებულის ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 23 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"- წერს უწყება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×