რეზონანსი
23.10.2025

69 წლის ასაკ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი, დო­ნა­რა გვრი­ტიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია ambeb.ge-ს ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა და­უ­დას­ტუ­რა.

ცნო­ბი­ლია, რომ გვრი­ტიშ­ვი­ლი მძი­მე სენს ებ­რძო­და. მან ხუთი წელი ამე­რი­კა­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და და უმ­კურ­ნა­ლეს, ორი თვის წინ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და რე­ცი­დი­ვით.

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მსა­ხი­ო­ბის შვი­ლის, გი­ორ­გი ხოს­როშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც დედა სას­ჯე­ლის მოხ­დის გამო ვერ ხვდე­ბო­და. მსა­ხი­ო­ბის უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ის მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა შე­ი­წყა­ლა.

გვრი­ტიშ­ვი­ლის ერ­თა­დერ­თი ბოლო სურ­ვი­ლი, სწო­რედ შვი­ლის ნახ­ვა იყო. გი­ორ­გი ხოს­როშ­ვი­ლი ერთი წე­ლია რაც პა­ტიმ­რო­ბა­ში იყო.

დო­ნა­რა გვრი­ტიშ­ვი­ლი 1956 წლის 8 ივ­ნისს და­ი­ბა­და. ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი მა­ყუ­რე­ბელ­მა არა­ერთ თე­ატ­რა­ლურ დად­გმა­სა თუ კი­ნო­ში იხი­ლა, მათ შო­რის, მისი ფილ­მოგ­რა­ფი­ი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლია ლე­ვან ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის "ისი­ნი", რა­მაზ იო­სე­ლი­ა­ნის „მაგ­რამ რა მერე?", ლე­ვან ან­ჯა­ფა­რი­ძის „არის ასე­თი ქვე­ყა­ნა", ლე­ვან ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის „თბი­ლი­სი-თბი­ლი­სი" და სხვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×