რეზონანსი
24.10.2025

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, საკუთარ სასამართლო პროცესზე მივა - ამის შესახებ ბრალდებული ექს-პრემიერის ადვოკატმა,  ამირან გიგუაშვილმა "პირველებს" დაუდასტურა. 

სხდომა საქალაქო სასამართლოში ზუსტად 14:00 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს. 

"პირველების" ინფორმაციით, ღარიბაშვილი პროცესზე სამი ადვოკატით წარსდგება. 

ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ პროკურატურა 1 მლნ ლარის გირაოს ითხოვს - როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, მათ ამ შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს.  

„ყველა კომენტარი გაკეთდება, როცა დამთავრდება სასამრთლო პროცესი. რა თქმა უნდა, სხდომაზე მოვა, იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთ ვალდებულებას", - განაცხადა ადვოკატმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სასამართლოს რომელ დარბაზში გაიმართება ექს-პრემიერის პროცესი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×