
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილი გელაშვილი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 2016 წლიდან დღემდე, ბიზნესწარმოებით, მისი საკუთარი ბიზნესიდან შემოსული თანხების, დაუსაბუთებელი ქონების გამო აქვს ბრალი წარდგენილი, რასაც აღიარებს.
გელაშვილი ამბობ, რომ ღარიბაშვილი როდესაც პრემიერობიდან წავიდა, ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობდა, საიდანაც სოლიდური შემოსავლები ჰქონდა და ასევე იყო ღვინის ინდუსტრიაში, ძირითადად იყო ღვინის ქარხნები, რომელიც ეკუთვნის მის მამას.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა, არა სხვა თანამდებობის პირების მიმართ თანამშრომლობის, არა მათთან რაიმე დანაშაულებრივი კავშირის, არა რაიმე განზრახვის, ბიზნესის დატერორების და ა.შ. არამედ მას ბრალი წარედგინა კონკრეტულად 2016 წლის შემდეგ, როდესაც ის იყო პირველი პრემიერ მინისტრი, დატოვა თანამდებობა და წავიდა კერძო ბიზნესში. ჩინურ კომპანიასთან ჰქონდა მას ურთიერთობა, საიდანაც ჰქონდა სოლიდური შემოსავალი, ჰქონდა კერძო ბიზნესი, ამ ბიზნესის წარმოების დროს, როდესაც მეორდ მოხდა მისი მობრუნება პოლიტიკაში. კარგად მოგეხსენებათ, რა ვითარებაში და პირობებში მოხდა, ეს არ სურდა, არ იყო მისი მიზანი, მაგრამ მოხდა. ეს არის 2016 წლიდან დღემდე, ბიზნესწარმოებით, მისი საკუთარი ბიზნესიდან შემოსული თანხებია დაუსაბუთებელი ქონება და სწორედ ამ პერიოდს მოიცავს, ამიტომ აქვს წარდგენილი ბრალი და ეს აღიარა. ღვინის ინდუსტრია იყო ძირითადად და ეს იყო ღვინის ქარხნები, რომელიც ეკუთვნის მის მამას, ხელმძღვანელია ტარიელ ღარიბაშვილი" - განაცხადა ლილი გელაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა - ყოფილ პრემიერს სასამართლომ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცა.
ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.
წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს 14:00-ზე დაინიშნა.