რეზონანსი
24.10.2025

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მაღალი დონის თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში.

საუბარი, ასევე, შეეხო ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობას და ამ მხრივ ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს დაუდასტურა ქართული მხარის მზაობა, აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა თურქმენეთის მხარესთან სამართალდაცვით სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×