რეზონანსი
24.10.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „საქართველომ მიიღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. ამ კანონებით შეუძლებელი იქნება, ევროკავშირის წევრი გახდეთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ღიად და პირდაპირ ვამბობ“.

„ერთადერთი, რასაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ეწინააღმდეგება, არის ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის სურვილი, ფარულად დააფინანსოს რადიკალიზმი და პროპაგანდა, რასაც არაფერი აქვს საერთო ევროკავშირის პრინციპებთან. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ღიად და პირდაპირ ვამბობ“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×