
პოლიციამ აქციის კიდევ ერთი მონაწილე, გადაცემა „წიგნების თაროს“ მეორე სტუდენტური სეზონის ჩემპიონი, დავით ჭკადუა დააკავა. მას, სავარუდოდ, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.
დაკავების შესახებ ინფორმაციას გადაცემა „წიგნების თაროს“ „ფეისბუქ“ გვერდი ავრცელებს.
„დააკავეს კიდევ ერთი თაროელი და ჩვენი გუნდის წევრი, „წიგნების თაროს" მეორე სტუდენტური სეზონის ჩემპიონი, დავით ჭკადუა (გაგრელი).
დათომ „წიგნების თაროს" პირველ თამაშზე ითხოვა, თბილისში ვარ დაბადებული, მაგრამ მამაჩემი აფხაზეთიდანაა და თუ შეიძლება, წარმომავლობის ტიტრში „გაგრა" დამიწერეთო. მას შემდეგ ყველა გაგრელად იცნობს.
თავისუფლება დათოს!“ - წერია „წიგნების თაროს“ „ფეისბუქ“ გვერდზე.