რეზონანსი
24.10.2025

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული საქმეთა კომიტეტის დელეგაციამ, მარიამ ლაშხის, ვაკო თურნავას და გიორგი ჩაკვეტაძის შემადგენლობით, იტალიელ პოლიტიკოსთან, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის (UDC) ლიდერთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელ ლორენცო ჩეზასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, ჩეზამ დაადასტურა იტალიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის კურსის მიმართ.

ქართულმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ბრუსელის ბიუროკრატიის მხრიდან არასამართლიან და ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებულ დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ.

ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის დამყარებისა და ევროპულ ოჯახში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად. ყურადღება გამახვილდა კავკასიაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე სტაბილურობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მიმართულებით.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხზე და და განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობა დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის; სხვადასხვა საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმების გამოყენება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის; ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება იტალია-საქართველოს შორის.

ლორენცო ჩეზამ დაადასტურა იტალიის მზაობა, აქტიურად გამოიყენოს ყველა შესაძლო პლატფორმა საქართველოს მხარდასაჭერად.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და იტალიის საერთო ქრისტიანულ მემკვიდრეობას და ღირებულებებს, რომლებიც, როგორც აღინიშნა, ამყარებს ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ კავშირს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×