რეზონანსი
24.10.2025

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან გერს სისტემატურად აუპატიურებდა. ამავე პერიოდში მის მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა სხვა არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართაც განახორციელა გარყვნილი ქმედება.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ბრალდებული 18 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება ჩადენილი ოჯახის წევრის და არასრულწლოვნის მიმართ), 11 პრიმა 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ (წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედება) ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×