რეზონანსი
24.10.2025

ახმეტის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 68 წლის კაცი გარდაიცვალა. მაუგლი მაისურაძე მუცლის არეში მიღებული დაზიანებით ორ კვირაზე მეტი საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა, ექიმების განცხადებით, ჭრილობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

შემთხვევა სოფელ ზემო ხოდაშენში მოხდა. 68 წლის კაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ესროლეს. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამ დრომდე ოფიციალური ინფორმაცია უცნობია. ადგილობრივების ვერსიით, მომხდარი შესაძლოა, შურისძიებას უკავშირდებოდეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ბრალდებული დაკავებული არ არის.

წყარო: megatv.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×