
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მიგრაციასთან დაკავშირებული თავისი კომენტარები კიდევ უფრო განამტკიცა და განაცხადა, რომ ბევრ გერმანელს და ევროპელს "ეშინია საზოგადოებრივ ადგილებში გადაადგილების", - ამის შესახებ ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.
მისმა განცხადებამ კრიტიკოსების მხრიდან უკმაყოფილება და უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რომლებიც მას ანტიმიგრანტული განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებენ, მიუხედავად იმისა, რომ ის ამტკიცებს - მიგრანტები აუცილებელია. ზოგიერთმა მათგანმა გერმანიის ლიდერი რასიზმშიც კი დაადანაშაულა.
მერცმა, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით მისი მთავრობის მკაცრი პოზიციის გამო გერმანიის ზოგიერთი პოლიტიკური წრეების მხრიდან კრიტიკა უარყო. მისივე თქმით, მიგრანტები "ჩვენი შრომითი ბაზრის შეუცვლელი ნაწილი" არიან, - იუწყება გერმანული DW News.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, გერმანიაში და მთელ ევროპაში ბევრ ადამიანს "ეშინია საზოგადოებრივ სივრცეებში გადაადგილების", რადგან იქ იმყოფებიან მიგრანტები, "რომლებსაც არ აქვთ მუდმივი საცხოვრებლის სტატუსი, არ მუშაობენ და არ ემორჩილებიან ჩვენს წესებს", - წერს გამოცემა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ეს პრობლემა ქალაქის ლანდშაფტში და სწორედ ამიტომ უწყობს ხელს და ახორციელებს ფედერალური შინაგან საქმეთა მინისტრი ფართომასშტაბიან დეპორტაციებს", - განაცხადა მერცმა გასულ კვირას პოტსდამში ვიზიტის დროს.