რეზონანსი
25.10.2025

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები გუშინ ისევ შეიკრიბნენ. აქციაზე იმყოფებოდა ნინო ლომჯარია, რომელიც პროტესტის მონაწილეებს კანონდარღვევისკენ ხშირად მოუწოდებს.

ტრადიციულად, ლომჯარია ტროტუარზე და არა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე იდგა. მან არ უპასუხა „ქრონიკის“ დასმულ კითხვებს, რატომ აიძულებს აქციაზე მყოფებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, როდესაც თავად მოვლენებს შორიდან ადევნებს თვალს.

„პრინციპული პოზიცია მაქვს, რომ რუსულ პროპაგანდას არ მივცე კომენტარი. ამიტომ არ გაძლევთ პასუხს“, - განუცხადა ლომჯარიამ „ქრონიკის“ ჟურნალისტს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×