რეზონანსი
25.10.2025

ნანუკა ჟორჟოლიანს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, იმ ჯგუფის ორგანიზატორი პასუხობს, ვინც ბავშვის სამკურნალოდ თანხა შეაგროვა. საუბარია, ჟორჟოლიანის მიერ ნახსენებ გურულ ბავშვზე, რომელსაც დახმარება სჭირდება.

ლუი ორაგველიძე, რომელიც ლანჩხუთის ჯგუფის ორგანიზატორია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ნინო წილოსანისთვის კონკრეტულად ამ ბავშვის დასახმარებლად თხოვნით არ მიუმართავთ და იქვე, განმარტავს, რომ დეპუტატს მათთვის არაერთი სიკეთე აქვს გაკეთებული.

ლუი ორაგველიძე პოსტშივე აღნიშნავს, რომ ნინო წილოსანმა პირადად მათ სამ საქველმოქმედო საღამოზე სოლიდური თანხა დარიცხა.

აღსანიშნავია, რომ ორაგველიძის პოსტს აზიარებს ვიდეოში ნახსენები ბავშვის მშობელიც.

ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კორუფციაზე საუბრისას, ნინო წილოსანის გვარიც ახსენა და მიმართა, რომ მანაც დადგას შოუ და გურული ბავშვი გადაარჩინოს. ასევე მიმართა დედებსაც, რომ „მილიონერ ქოცებს მოსთხოვონ თავიანთი შვილების გადასარჩენი ფული“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×