რეზონანსი
25.10.2025

იტყოდა ადამიანი, რომ კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს „სინდისის პატიმრად“ მოიხსენიებს“, - წერს საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე.

როგორც ის აღნიშნავს, ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს შიდა ტერორიზმის საფრთხის დაკნინება და ძალადობის პროპაგანდის დაფინანსება.

„იტყოდა ადამიანი, რომ კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს „სინდისის პატიმრად“ მოიხსენიებს. თუმცა, როდესაც თავად ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა იმავე ტერორისტთან, ხვდები, რომ ეს არა ერთეული წამოცდენა, არამედ ერთი ხელით ორკესტრირებული პროპაგანდისტული ხაზია, რომლის მიზანი ტერორიზმის გამართლება და ძალადობის ნორმალიზებაა.

ცალკე ამბავია, რომ ტერორისტების მხარდამჭერი ამ პროპაგანდისტული მედიის ხელმძღვანელს ორი დღის წინ ევროპარლამენტმა პრემია მიანიჭა, რითაც კიდევ ერთხელ ნათელი გახადა ბრიუსელში არსებული ღირებულებითი კრიზისი.

ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს შიდა ტერორიზმის საფრთხის დაკნინება და ძალადობის პროპაგანდის დაფინანსება“, - წერს პაპუაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×