რეზონანსი
25.10.2025

ელჩი და მისი უფროსები ევროპაში ვერა და ვერ დარწმუნდნენ, რომ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ულტიმატუმების ენით საუბარი უპერსპექტივოა. მინდა, მოვუწოდო ბატონ ელჩს, რომ დაუბრუნდეს საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას საქართველოში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ საქართველოში ევროკავშირის ელჩზე, პაველ ჰერჩინსკიზე საუბრისას.

„ვფიქრობ, ორშაბათს მივწერო ბატონ ელჩს, როგორც რიგითმა მოქალაქემ. ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტულ კითხვებზე პასუხი: პირველი - არის თუ არა დანაშაული ევროკავშირში პრეზიდენტის სასახლეზე შეტევა და რატომ არ გმობს ევროკავშირი ან საელჩო 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძის და მისი თანამზრახველების მიერ პრეზიდენტის სასახლეზე შეტევას, ქართველ სამართალდამცველებზე თავდასხმას და არის თუ არა დასჯადი სახელმწიფოს დამხობისკენ საჯარო მოწოდება ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ ამ კითხვებზე პასუხს ველით და იმედი მაქვს, რომ გამოხმაურება ექნება“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

გაბუნია აცხადებს, რომ თუ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აქვს კითხვები, ამისთვის არსებობს კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუციები.

„გარე-გარე სიარულით და გარედან კითხვების დასმით დიპლომატია არ იწარმოება. ეს არ არის ევროპული სტანდარტი. ამისთვის არსებობს კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუციები“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×