
ქუთაისში, გლანდების ოპერაციის შემდეგ განვითარებული გართულებების შედეგად, 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
თომა კუბლაშვილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ ოჯახმა ისევ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლებს.
"რომ ჩაიყვანეს პატარა, აჩვენეს ფოტოზე გადაღებული, თუ რამდენი სისხლი ჰქონდა დაკარგული უკვე სახლში, ჩახედეს ყელში და კარგადაა ყველაფერი, ეგ რაც აწუხებდა მოიშორაო და 4 საათი დავაკვირდეთო, ბავშვი აჭიკჭიკეს, ალაპარაკეს, და მდგომარეობა სახიფათოდ ვერ შეაფასეს, არც ეხო გადაუღეს, რომ ფარული სისხლდენა გამოერიცხათ! მერე, იქვე დაეწყო სისხლდენა და დაიცალა ბავშვი!...
დედაც არ შეუშვეს და აკივლებდნენ ბავშვს. დედასთან მინდა, მეშინიაო!!! ვითომ მოსაწვავად უნდა გაეყვანათ, მაგრამ დააგვიანეს! ყველაფერი დააგვიანეს!" - ამბობს ოჯახის ახლობელი.