რეზონანსი
25.10.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილს, ანდრია ლილუაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ სხდომის დახურვას თავად ბრალდებული ეწინააღმდეგებოდა. 

როგორც „პირველებს“ ლანა ცერცვაძემ განუცხადა, ანდრია ლილუაშვილს სურს, გამოძიებას მისი ბიზნესის „ლეგალურობის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, თუმცა ამ ეტაპისთვის ბიზნესმენისთვის კითხვები ამ მიმართულებით არავის დაუსვამს. 

უფლებადამცველის თქმით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი შეიძლება ითქვას, რომ „ფაქტობრივად ტყვედ ჰყავთ აყვანილი“. 

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული პირის კვეთას, ლანა ცერცვაძე ამბობს, რომ ბიძაშვილებს მხოლოდ ნათესაური კავშირი აქვთ და არ ფლობენ საერთო ბიზნესს. 

ამასთან, ანდრია ლილუაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ არ იცის, დატოვა თუ არა ლილუაშვილმა ქვეყანა, ან გამოიკითხა თუ არა ყოფილი მაღალჩინოსანი. 

ანდრია ლილუაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დახურულ სხომაზე მიიღო. სხდომის სრულად დახურვა კი ბრალდების მხარემ მოითხოვა.

სხდომის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს საქმის პროკურორმა არ უპასუხა - ბრალდების მხარის წარმომადგენელმა ტერიტორია ავტომობილით დატოვა. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×