რეზონანსი
25.10.2025

„ჩვენ თუ გვინდა გვქონდეს სამართლებრივი სახელმწიფო, მაშინ სახელმწიფო და სამართალი უნდა იყოს ნომერი პირველი. ჩვენ თუ ამ პრინციპს დავიცავთ, საქართველოს ევროპულ მომავალს არაფერი დაემუქრება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

გიორგი გაბუნიას თქმით, ძალიან სამწუხარო და დასანანი ფაქტია, რაც მოხდა.

„ვიცით, რომ მან ჩადენილი ქმედება აღიარა. უნდა ითქვას, რომ ორი ამბავია და ორი ნაწილია საქმისა. პირველ რიგში, ეს არის სამართლებრივი და მეორე, პოლიტიკური. რაც შეეხება ამ საქმის სამართლებრივ მხარეს, მას შემდეგ, რაც გვექნება ხელთ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეგვეძლება საბოლოოდ შევაფასოთ და ვიმსჯელოთ ამ საქმეზე.

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, გუნდის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ნათლად განაცხადა, რომ მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, რეგალიებისა თუ დამსახურებისა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოში დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობის პრინციპი და კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპი. თუ ადამიანის მიმართ კითხვები არსებობს, არ უნდა არსებობდეს რაიმე საფუძველი იმისა, რომ ადამიანი გაექცეს კანონის მიმართ პასუხისმგებლობას. ეს არის უმთავრესი ევროპული პრინციპი და ევროპული ღირებულება, კანონის უზენაესობა. ჩვენ თუ გვინდა, გვქონდეს სამართლებრივი სახელმწიფო, მაშინ სახელმწიფო და სამართალი უნდა იყოს ნომერი პირველი. ჩვენ თუ ამ პრინციპს დავიცავთ, საქართველოს ევროპულ მომავალს არაფერი დაემუქრება“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×