რეზონანსი
25.10.2025

26 წლის მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს თავს დაესხნენ, კლინიკაში გარდაიცვალა - საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, გიგა ავალიანს თავს რამდენიმე არასრულწლოვანი 1-ელ ოქტომბერს დაესხა, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დღეს კი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×