
ევროკომისიის მიერ ახალი ლგბტქ+ სტრატეგიის დამტკიცებაზე გადაცემაში „EURO ანატომია“ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ისაუბრა.
„როგორც ჩანს ეს ადამიანები არ ფიქრობენ იმაზე, რომ კონსერვატიული განწყობები იზრდება ისე, რომ შეუძლიათ მათზე უპირატესობების აღება. ან ფიქრობენ, რომ ახლა არის ის დრო, როდესაც შეიძლება თავშივე ჩააქრონ კონსერვატიული განწყობები და ის დღის წესრიგი შეიმუშაონ, რაც მათ მიაჩნიათ, რომ კარგია იმისთვის, რომ გააგრძელონ ის საქმიანობა, რასაც აკეთებენ. მე უფრო მჯერა იმის, რომ ისინი ჩქარობენ, სანამ ევროპულ ქვეყნებში კონსერვატიული მოძრაობები და განწყობები ისე გაიზრდება, რომ მათი აბსურდული წინადადებების გავრცელება უფრო და უფრო ძნელი გახდება. “, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.
ანალიტიკოსმა სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტის, არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის სამართლებრივი საკითხების პროცედურების გამარტივებაზეც ისაუბრა.
„გადაწყვიტეს, რომ სანამ ეს ადამიანები გონს მოეგებიან, მანამდე უნდა მოხდეს მათზე მავნე ზემოქმედება, მავნე საწამლავის გაშვება, რაც უფრო გააადვილებს მათ ქმედებებს. რომ შევაჯამოთ, მათი [სტრატეგიის ავტორების] ეს ქმედებები რა თქმა უნდა დაგეგმილია, მაგრამ აქვს ის ხარვეზები, რის გამოც ჩვენ გვეიმედება, რომ დიდი პრობლემები შეექმნებათ.
ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატორული მოძრაობები დღითი დღე მატულობს და თვალსაჩინო ხდება, მაინც არ არის იმ დონეზე გაძლიერებული, რაც აძლევს ამ ძალებს ასეთი ქმედებების დაგეგმვის საშუალებას, რაც არ არის პოპულარული.
თუ დავაკვირდებით იმ დინამიკას, რაც ასეთი საკითხების მიმართ ხორციელდება ევროპაში, პროტესტი არ არის ისეთი ძლიერი და გადამწყვეტი, რომ ამ ძალებმა უკან დაიხიონ. მაგრამ, რაც უფრო გაძლიერდება ტრადიციული, კონსერვატიული მოძრაობები, ადამიანები უფრო მეტად შეიგნებენ იმას, რომ ის, რასაც ახლა სთავაზობენ, რეალურად მათთვის დამღუპველია“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
ლევან ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ ლგბტ საკითხებთან დაკავშირებით ერთ-ერთი სერიოზული თემა არის დაფინანსება.
„ამაში ძალიან დიდი ფული იხარჯება ერთი მხრივ იმისთვის, რომ ეს პროექტები განახორციელონ და მეორე, თავი მოუქონონ წევრ სახელმწიფოებს იმისთვის, რომ თუ ისინი ამას გააკეთებენ, უთხარნ, რომ ამისთვის დიდი ფულს მისცემენ“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.
ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს.
დოკუმენტის თანახმად, გაუქმებულია სქესის განსაზღვრის ასაკობრივი შეზღუდვები და გენდერის არჩვისას აღარ არის საჭირო არასრულწლოვანის სამედიცინო შეფასება. ახალი სტრატეგიით არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი.