რეზონანსი
25.10.2025

 

 საქართველოში UFC-ის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის პრეზიდენტმა თავად დააანონსა. დანა უაითი ამბობს, რომ უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები ქართულ მხარესთან.

UFC-ის პრეზიდენტის ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს სპორტის მინისტრიც. შალვა გოგოლაძის თქმით, ქართულმა მხარემ UFC-ის ხელმძღვანელობას უკვე მიაწოდა კონკრეტული ინფორმაცია საქართველოში არსებული ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ და დაუდასტურა მზაობა, რომ UFC-ის მომდევნო ჩემპიონატის მასპინძლად სწორედ საქართველოს დედაქალაქი შეირჩეს.

შეთანხმება მიღწეულია, ახლა თბილისში საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან. საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფედერაციაში აცხადებენ, რომ UFC-ის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას UFC-ის ორი მოქმედი ჩემპიონი ჰყავს - მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია.

დროის ათვლა დაწყებულია. თბილისში იმედოვნებენ, რომ ქართველი სპორტის მოყვარულები ამჯერად UFC-ის ქართველ და უცხოელ ჩემპიონებს საკუთარ სამშობლოში იხილავენ და მასპინძლობას თავად გაუწევენ. სავარაუდო თარიღად 2026 წელი სახელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×