
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი სანქციები რუსეთისთვის მტკივნეული დარტყმაა.
ამის შესახებ ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში დაწერა.
სიბიგა აცხადებს, რომ მიმდინარე კვირა ახალი ფაზა იყო რუსეთის მშვიდობისკენ იძულების გზაზე, რაც გამოიხატა ევროკავშირის მიერ შეთანხმებულ სანქციების მე-19 პაკეტში და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ სანქციებში.
„აღსანიშნავია, რომ რუსებმა არ დააყოვნეს ეთქვათ, რამდენად გულგრილი არიან სანქციების მიმართ. პუტინი ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკაში ყველაფერი კარგად მიდის. მისი პროპაგანდისტები იმეორებენ მანტრას, რომ სანქციებს არანაირი შედეგი არ მოაქვს“, – აღნიშნა ანდრეი სიბიგამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ სანქციებმა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხაზი გაავლო. ეს არის პუტინის იმ იმედების დასასრული, რომელიც უკავშირდება დასავლეთის სისუსტეს, თუ აშშ-ის მოტყუების შესაძლებლობას.
„რუსეთი მთელი წლის განმავლობაში იმედოვნებდა, რომ უკრაინა დაკარგავდა პარტნიორების მხარდაჭერას ან იძულებული გახდებოდა, მიეღო რუსეთის პირობები, რომლებიც კაპიტულაციასთან იყო ახლოს. მსგავსი არაფერი მომხდარა“, – წერს ანდრეი სიბიგა.