რეზონანსი
26.10.2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 35 წლამდე ასაკის კაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ოჯახის წევრები და მეზობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

გარდაცვლილს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც ტყის განაპირას მისი ავტომობილი შენიშნეს.

ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც

მამაკაცის გარდაცვალების რეალური მიზეზი უნდა დადგინდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×