რეზონანსი
26.10.2025

საქართველოში უსამართლობა არავის შერჩება, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის იმ განცხადებას, სადაც ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ ევროკავშირის პრინციპებთან შეუსაბამოა კანონი, რომელიც ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლია.

„საინტერესოა, ბატონმა ჰერჩინსკიმ თვითონ ტრამპს თუ შეუთანხმა რაც თქვა. ანუ, ამერიკული კანონით საქართველო ვერ შევა ევროკავშირშიო; საქართველოს სანამ ექნება ამერიკული კანონი „ფარა“, რომელსაც ქართული იმიტომ ჰქვია, რომ საქართველოშია მიღებული, თორემ ამერიკულის იდენტურია, თურმე ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა და სანამ შავი ფული ლეგალურად არ იტრიალებს საქართველოში ისე, როგორც უცხოურ ძალებს უნდათ, მანამდე ვერ გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი. მის ადგილზე, მე დავფიქრდებოდი, რა ბედი ეწიათ იმ ელჩებს, რომლებიც ლანძღავდნენ საქართველოს. საქართველოში უსამართლობა არავის შერჩება“, - აღნიშნავს მაჭარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×