რეზონანსი
26.10.2025

 სასწრაფო მოწოდებით მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ მზია ამაღლობელის გათავისუფლება, ვიდრე მისი მხედველობის გადარჩენის მცდელობა, საზღვარგარეთ სპეციალიზებული მკურნალობით, ძალიან გვიანი არ იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი პინა პიჩერნო სოციალურ ქსელ „იქს"-ში წერს.

„ღრმა შეშფოთებით შევიტყვე, რომ საქართველოში პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისა და სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის მხედველობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. დღეს მას ერთ თვალში მხედველობის მხოლოდ ერთი პროცენტი, ხოლო მეორეს 10%-ი აქვს შენარჩუნებული. საპატიმრო დაწესებულების მიერ ჩატარებული სამედიცინო კვლევები შეუქცევად გაუარესებას ადასტურებს. სასწრაფო მოწოდებით მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მისი გათავისუფლება, ვიდრე მისი მხედველობის გადარჩენის მცდელობა, საზღვარგარეთ სპეციალიზებული მკურნალობით, ძალიან გვიანი არ იქნება", - წერს პიჩერნო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×