რეზონანსი
26.10.2025

 რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა წარმატებით გამოცადა ბირთვული ძრავითა და ბირთვული იარაღის შესაძლებლობით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი".

რაკეტა, რომელსაც ნატომ Skyfall-ი შეარქვა, ათწლეულზე მეტია მუშავდება. ის ერთ-ერთია იმ რამდენიმე ახალი სისტემიდან, რომლებზეც რუსი კონსტრუქტორები იყვნენ ფოკუსირებულნი.

„გადამწყვეტი გამოცდები ახლა დასრულებულია", - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ მან გასცა ბრძანება „ინფრასტრუქტურის მომზადების" თაობაზე, რათა ეს იარაღი „რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ექსპლუატაციაში შევიდეს".

„ბურევესტნიკი" აღჭურვილია ძრავში ჩაშენებული მცირე ბირთვული რეაქტორით, რაც მას თეორიულად საშუალებას აძლევს, ჰაერში დღეების განმავლობაში დარჩეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×