რეზონანსი
28.10.2025

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა უნგრელ კოლეგასთან, შანდორ პინტერთან ორმხრივ ფორმატში შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებებზე.

მხარეთა შეთანხმებით, უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ორ სახელმწიფოს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ, მიგრაციის, ნარკოდანაშაულთან ბრძოლისა და პოლიციის აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას. ამასთან, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა.

შეხვედრის დასასრულს გეკა გელაძემ უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×