რეზონანსი
28.10.2025

არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა გადაცემაში  „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ მეუფე შიოსთან დაკავშირებით ისაუბრა. ის მეუფე შიოს დაუპირისპირდა და ბრალი დასდო, რომ მას შემდეგ, რაც მეუფე შიო ეკლესიაშია, ძალიან დიდი პრობლემები მოხდა და სწორად ვერაფერი გადაწყვიტა.

არქიმანდრიტი ასევე, ამბობს, რომ მეუფე შიომ ის უნდა დაიცვას დეპუტატებისგან თუ სხვა ეპისკოპოსებისგან. მისივე თქმით, ის მხოლოდ საკუთარ თავს იცავს.

„მინდა მეუფე შიოს მივმართო. მეუფე შიოს ჩააბარა ეპარქია ხო პატრიარქმა. მას მარტო ჩემი დასჯა კი არა, ჩემი დაცვა ევალება სამხარაძისგან. პირველ რიგში, მე უნდა დავეცავი მეუფე შიოს სხვა ეპისკოპოსისგან, როცა ის მე მწვალებელს მეძახის, მაგრამ ამას არ აკეთებს. მეუფე სტეფანე მყავს მხედველობაში, ამას არ აკეთებს და იცავს მხოლოდ საკუთარ თავს და ეპარქიას არა და მე ვიტყვი, რომ რაც მეუფე შიო არის ეკლესიაში, ძალიან დიდი პრობლემები მოხდა, ვერაფერი ვერ გადაწყვიტა სწორად.

გეტყვით ეხლა რა მოხდა კოვიდის დროს. ხალხს ეძახდნენ, მოდით ეკლესიაშიო და ხალხი იხოცებოდა. ათასობით მესიჯი მომდიოდა, მამაო შენ გადაგვარჩინეო და მეუფე შიო რას აკეთებდა?- ხალხს ეუბნებოდა, მოდითო, თვითონ საკურთხეველში თუ კოვიდის ტესტი არ ჰქონდა მღვდელს მასთან მსახურებაზე არ უშვებდა. დიაკვნებს არ ჰქონდათ კოვიდის ტესტი გაკეთებული და რომ ვერ აჩვენეს, გვერდით ტაძარში გაუშვა, ჩვენი საძმოს წევრი წირავდა იქ და იქ ეზიარეთო უთხრა. ანუ ის არ იყო დასაცავი? საპატრიარქოში ვერ შეხვიდოდი მეუფე შიოსთან კოვიდის ტესტს თუ არ გაიკეთებდი. ეს იცავს ქვეყანას? მე რომ არ მიცავს, ხალხს იცავს? და მე რაზე მსჯის, იმიტომ, რომ იმ ხალხთან დავდექი, ვისაც არ იცავს?

დღეს რეები ხდება - ხალხს ხოცავენ ქუჩაში. მეუფე შიო ერთ-ერთი კანდიდატი ხომ არის პატრიარქობის, მამა ხომ უნდა გახდეს, ახლაც ხო მამაა, მეუფეა ხომ?! ვისია ეს ხალხი, ვისი მამა უნდა გახდეს, დიტო სამხარაძის? ჰყავდეს ბატონო. დიტო სამხარაძე და ხაინდრავა თუ უნდა ეკლესიაში იყოს მარტო და ისინი თუ სატანისტები არიან, ვინც ქუჩაში დგანან კი ბატონო“ - განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×