
ოპოზიცია ქართველ ხალხს 2012 წლიდან დღემდე არ ესაუბრება, პარტნიორების მოძებნას ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცდილობდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, დღესაც არიან ქართველი ხალხისგან დისტანცირებული და დაკავშირებული იმ ძალებთან, რომლებსაც საქართველოს განვითარება არ სურთ.
„ოპოზიცია ქართველ ხალხს არ ესაუბრება, 2012 წლიდან დღემდე ასეა. ისინი პარტნიორების მოძებნას ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცდილობდნენ. სწორედ იქიდან იღებდნენ დავალებებს. დღეს იმას აკეთებენ, რასაც აქამდეც შვრებოდნენ – ეს არის ქართველი ხალხისგან დისტანცირება და იმ ძალებთან აფილირება და დაკავშირება, რომელთაც საქართველოს განვითარება არ სურთ. ოპოზიციას უნარი რომ ჰქონოდა, საკუთარ დღის წესრიგში ცვლილებას აქამდე განახორციელებდა, მაგრამ უუნაროები არიან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.