რეზონანსი
28.10.2025

დღეს მართლა გულწრფელად გეკითხებით ოდნავ მაინც არ გერიდებათ მოქალაქეების, რომ შეცდომაში შეიყვანეთ და თვე-ნახევარი რომ აპროტესტებინეთ და აძახებინეთ რუსული კანონი? ამან ხომ ოჯახებშიც დაპირისპირება გამოწვია? ამან სამეგობროებში დაპირისპირება გამოიწვია და რა აღმოჩნდა იმ კანონში რუსული? დეკლარაციის შევსება? - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გახარიას პარტიის წევრებს განცხადების გაკეთებისას.

მაჭავარიანის თქმით, სწორედ  გარე უფროსების დავალებით მოქმედებდა გახარიას პარტია „ნაცმოძრაობასთან“ და მდიდარ ენჯეოებთან ერთად,  „გამჭვირვალობის კანონისთვის“  რუსული კანონის დარქმევის დროს.

„ჩვენ კარგად გვახსოვს რამხელა ისტერია იყო გამჭვირვალობის უმარტივეს 6-გვერდიან ქართულ კანონზე, რომელიც ითვალისწინებდა მხოლოდ ერთ რამეს, რომ ენჯეო ორგანიზაციებს უნდა დაედეკლარირებინათ რა თანხა ჩაერიცხათ და სად გადარიცხეს და თქვენ ამ კამპანიაში, რასაც დაერქვა რუსული კანონი, აქტიური მონაწილეობა მიიღეთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მდიდარ ენჯეოებთან ერთად, გარე უფროსების დავალებით, ვინაიდან თქვენ ერთი  ვერტიკალით იმართებით.

დღეს მართლა გულწრფელად გეკითხებით ოდნავ მაინც არ გერიდებათ მოქალაქეების, რომ შეცდომაში შეიყვანეთ და თვე-ნახევარი რომ აპროტესტებინეთ და აძახებინეთ რუსული კანონი? ამან ხომ ოჯახებშიც დაპირისპირება გამოწვია? ამან სამეგობროებში დაპირისპირება გამოიწვია და რა აღმოჩნდა იმ კანონში რუსული? დეკლარაციის შევსება? ხომ გადმოვიღეთ FARA  სიტყვა-სიტყვით მაგაზე რას იტყვით, რატომ ვერაფერს ვერ ამბობთ? მაგაზე ბოდიში გაქვთ თქვენ საზოგადოებასთან მოსახდელი!“-  განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×