რეზონანსი
28.10.2025

„ალდეს“ რეზოლუცია არ არის კრიტიკული, ის ტყუილებით არის გაჯერებული, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მცდელობაა, საქართველოში რადიკალური დღის წესრიგი ძალით გაიტანონ.

„ალდეს“ წევრები ის ქართული პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებიც საქართველოში ხელისუფლების დამხობას უწყობდნენ ხელს ან მონაწილეობდნენ, ან წინა ხაზზე იყვნენ. ამიტომ, გასაკვირი აღარ არის, რადიკალური დღის წესრიგი. ქართული ოპოზიციური პარტიები ამ პოლიტიკას „ალდეს“ ფარგლებიდან ატარებენ. არჩევნებს როდესაც არ აღიარებ და არალეგიტიმურად აცხადებ, მაშინ, როცა თვითმმართველობის არჩევნებში მათი წევრი პარტიაც მონაწილეობდა, ეს რა არის, თუ არა მცდელობა, რომ იწარმოებოდეს შიგნიდან დემოკრატიული პროცესები, არამედ გარედან იყოს განხორციელებული მათი დანახული საქართველო“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×