რეზონანსი
28.10.2025

საფრანგეთში ათი ადამიანი დააკავეს ონლაინ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომლის თანახმადაც პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი მამაკაცია. ამის შესახებ საფრანგეთის პროკურატურაზე დაყრდნობით BFMTV იტყობინება.

ორშაბათს და სამშაბათს ათი ადამიანი წარდგება პარიზის სასამართლოს წინაშე, საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლის, ბრიჯიტ მაკრონის წინააღმდეგ კიბერბულინგის საქმეზე, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის სამიზნე გახდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, საფრანგეთის პირველი ლედი ტრანსგენდერი ქალია. 

პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები 41-დან 60 წლამდე ასაკის არიან. ისინი ეჭვმიტანილები არიან ბრიჯიტ მაკრონის შესახებ მრავალი შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებაში, მის „გენდერზე“, „სექსუალობაზე“ მითითებაში და ქმართან მისი ასაკობრივი სხვაობის გამო „პედოფილიასთან“ გაიგივებაშიც კი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×