რეზონანსი
28.10.2025

რადიკალებს ზომბიზაცია დაემართათ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ქუჩის აქციების კომენტირებისას, რომლის დროსაც რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ხდება.

იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ გზის გადაკეტვა ხელოვნურად ხდება.

„რადიკალებს დაემართათ ზომბიზაცია, ანუ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი ხელოვნურად ცდილობენ, გადაკეტონ გზა და დაარღვიონ კანონი, ეს არის ზომბიზაცია. ესეც განპირობებულია მათი პატრონების მხრიდან, რომლებმაც დაზომბეს ეს ადამიანები, მაგრამ კიდევ უფრო ამორალური ამ ყველაფერში არის ის, რომ ეს ლიდერები ისევ ბუჩქების უკან იმალებიან და იქიდან აძლევენ ბრძანებას, რომ ხელოვნურად გადაკეტონ გზა. ამითაც ჩანს მათი დამოკიდებულება საკუთარი მხარდამჭერების მიმართაც და ეს ადამიანები არა მარტო კრიმინალით არიან ახლა გაერთიანებული, არამედ ამორალურობის დონესაც და ფსკერსაც საზღვარი არ გააჩნია“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×