რეზონანსი
28.10.2025

ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა

ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი, ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი ქვე­მო ქარ­თლში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ქვე­მო ქარ­თლის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

"ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას ჩა­ი­ბა­რებს. ის 2023 წლი­დან დღემ­დე გარ­დაბ­ნის, რუს­თა­ვის, მარ­ნე­უ­ლის, თეთ­რი­წყა­როს, დმა­ნი­სი­სა და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მას­შტა­ბით 27 სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზის კუ­რა­ტო­რი მწვრთნე­ლი და ტრე­ნერ­თა ტრე­ნე­რია ძი­უ­დო­ში.ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა წლებ­ში მსოფ­ლი­ოს, ხოლო ევ­რო­პის სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნია, 2014 წელს მსოფ­ლი­ოს წლის სა­უ­კე­თე­სო ძი­უ­დო­ის­ტად და­სა­ხელ­და. ის სპორ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ოს­ტა­ტია" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×