
ევროპა ერთად უფრო ძლიერია - ეს არსად ისე ნათლად არ ჩანს, როგორც უკრაინაში, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„ევროპა ერთად უფრო ძლიერია. ეს არსად ისე ნათლად არ ჩანს, როგორც უკრაინაში. პუტინს ეგონა, რომ სამ დღეში, ან სამ კვირაში უკრაინის წინააღმდეგობას გატეხდა. ამის ნაცვლად, 1 300 დღის შემდეგ უკრაინის სულისკვეთება უძლეველია", - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, უკრაინის სიმამაცისა და ევროპის ურყევი მხარდაჭერის ნაზავი კიევს ბრძოლის გაგრძელებაში ეხმარება.
ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპას სურს ამ ომის დასრულება, მაგრამ „ხანგრძლივი მშვიდობა ძლიერ და დამოუკიდებელ უკრაინაზეა დამოკიდებული - ეს მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის".