რეზონანსი
28.10.2025

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აქციის მონაწილეთა მიერ გზის უკანონოდ გადაკეტვას აფასებს. მისი განცხადებით, ამგვარ ქმედებებზე სხვა ქვეყნებშიც საკმაოდ მკაცრი კანონმდებლობაა.

„შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, სანამ ის იმ წესებითა და კანონებით ხდება, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით არის მიღებული. შეკრების რაოდენობიდან გამომდინარე, თუ აუცილებელია გზის გადაკეტვა, რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურად მიიჩნევა და ყველა სხვა ქვეყანაშიც როდესაც ხელოვნურად ხდება გზის და მაგისტრალების ბლოკირება, საკმაოდ მკაცრი კანონმდებლობა აქვთ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 2022 წელს 4-დან 5 წლამდე პატიმრობა მიესაჯა ადამიანების ჯგუფს, რომელმაც მაგისტრალი გადაკეტა", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის ხელოვნურად გადაკეტვის გამო შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ სამართალდამცველებმა კიდევ 4 ადამიანი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×