
რამდენჯერ წავიდნენ ეგენი საკონსტიტუციო სასამართლოში, შედეგები გახსოვთ? იგივე შედეგებით დაამთავრებენ ახლაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტრბთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ სარჩელს, რომელიც მათ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს.
მისი თქმით, „საკონსტიტუციო სასამართლოში და სტრასბურგში ნარატივებით რომ მიდიან ხოლმე, იმიტომ მთავრდება მათი შედეგები ასე უარყოფითად“.
„რამდენჯერ წავიდნენ ეგენი საკონსტიტუციო სასამართლოში, შედეგები გახსოვთ? იგივე შედეგებით დაამთავრებენ ახლაც. საკონსტიტუციო სასამართლოში და სტრასბურგში ნარატივებით რომ მიდიან ხოლმე, იმიტომ მთავრდება მათი შედეგები ასე უარყოფითად. წავიდნენ ასეთი ნარატივებით, იქ დახვდებათ იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი საფუძვლები და კიდევ ერთხელ წააგებენ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
რაც შეეხება, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ ავტორობით შევა, შარმანაშვილის ინფორმაციით, ელექტრონულად ის დღეს გადაიგზავნება.
„სარჩელი დღესვე გადაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში - ელექტრონულადაც და მატერიალურადაც“, - განაცხადა შარმანაშვილმა.