რეზონანსი
29.10.2025

იმდენად არიან გადაფსკვნილები რუსეთის ფედერაციასთან, მათ ოჯახის წევრებსაც არ ეთაკილებათ პირდაპირი ბიზნეს კონტაქტები ჰქონდეთ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“.

დეპუტატი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სანქციების გამკაცრების მოთხოვნების პარალელურად, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი თავად არიან ჩართულნი რუსული ნავთობის ექსპორტის ჩრდილოვან სქემებში.

„ეს არ არის მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, პოლიტიკური ამორალურობაა. ბალტიისპირეთის ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის ევროპულ სტრუქტურებში, ხელაღებით ცდილობენ, რომ ერთის მხრივ საქართველო მტრის ხახაში შეაგდონ და მეორეს მხრივ, ამ მტერთან ისინი ფინანსურად ძალიან კარგადაც ლაგდებიან და ეხმარებიან იმაში, რომ სანქციებს გვერდი აუარონ.

სავარაუდოდ, ამაში ისინი საკმაოდ მსხვილ თანხებსაც იღებენ. ეს ყველაფერი ააშკარავებს და აჩვენებს მათ მორალურ სახეს. შესაბამისად, მათ სიტყვებს და პოზიციონირებებს არანაირი ფასი არ აქვს, ვინაიდან კარგად ვიცით, რომ იმდენად არიან გადაფსკვნილები რუსეთის ფედერაციასთან, მათ ოჯახის წევრებსაც არ ეთაკილებათ პირდაპირი ბიზნეს კონტაქტები ჰქონდეთ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

ბალტიისპირეთის ქვეყნების კომპანიები რუსეთის „ჩრდილოვან“ ტანკერებზე ნავთობის გადატვირთვაში მონაწილეობენ. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×