რეზონანსი
29.10.2025

დავიწყეთ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები „თეთრი სიის“ მექანიზმის განახლებისა და გაჯანსაღების მიმართულებით და საბოლოოდ შეთანხმებამდე მივედით“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, „თეთრი სიის“ სისტემა თავდაპირველად ბიზნესის წასახალისებლად შეიქმნა, თუმცა დროთა განმავლობაში გადაიქცა მექანიზმად, რომელიც ცალკეულ კომპანიებს არასამართლიან უპირატესობას აძლევდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კომპანიებმა მიიღეს საავანსო თანხები და ისინი სხვა მიზნებისთვის გამოიყენეს.

„დღეს უკვე შევჯერდით „თეთრი სიის“ ახალ მოდელზე, რომლის თანახმადაც: 2026 წელს - ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია განისაზღვრება 60%-ით; 2027 წელს - 70%-ით; 2028 წელს - 80%-ით; ხოლო 2029 წლიდან ამოქმედდება გადამუშავებული მოდელი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს კრიტერიუმებს „თეთრ სიაში“ მოხვედრისთვის და შესაბამის პრეფერენციებს“, - განაცხადა სოხაძემ.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების მიზანია სახელმწიფო რისკების შემცირება, ხარისხზე ორიენტაციის გაძლიერება და სამართლიანი კონკურენციის გარემოს შექმნა სამშენებლო სექტორში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×