რეზონანსი
29.10.2025

საქართველოს ექსპრეზიდენტი, ბრალდებული და მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს ქართული ბანკების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას სთხოვს.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ქართული ბანკები უნდა დასანქცირდეს, რადგან ისინი, სააკაშვილის მტკიცებით, საქართველოში რეპრესიულ რეჟიმს აფინანსებენ და რუსეთს ეხმარებიან.

„აღნიშნული ბანკები რეგულარულად აფინანსებენ რეჟიმის რეპრესიულ ღონისძიებებს, რომელთა მეშვეობით ასობით პოლიტიკური აქტივისტი და რიგითი მოქალაქე პოლიტიკური ნიშნითაა დაპატიმრებული და ძირითადი თავისუფლებები შელახულია“, - წერს სააკაშვილი.

გარდა ამისა, როგორც სააკაშვილი ამბობს, ქართული ბანკები რუსეთს ამერიკის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

„ქართული ბანკების დასანქცირებით თქვენ საქართველოში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის აღდგენას დაეხმარებით და აგრეთვე რეგიონში რუსეთის უკანონო საქმიანობას შეზღუდავთ“, - წერს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×