
საკურიერო მომსახურების გიგანტი Amazon-ი თანამშრომლების გათავისუფლების მასშტაბურ სერიას იწყებს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და 30 000 ოფისის თანამშრომელს შეეხება. ეს სამუშაო ადგილები კომპანიაში არსებული ვაკანსიების თითქმის 10%-ს შეადგენს.
მედიის ინფორმაციით, გათავისუფლებები, ძირითადად, ხელოვნური ინტელექტის განვითარებას უკავშირდება.
ეს გადაწყვეტილება აღმასრულებელი დირექტორის, ენდი ჯასის ხარჯების შემცირების სტრატეგიის ნაწილია, რადგან კომპანია ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციებს აძლიერებს. სამშაბათს კომპანიამ 14 000 სამუშაო ადგილის შემცირების პირველი ტალღა დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზე იმოქმედებს ეს.
"ეს შემცირებები კომპანიის გაძლიერების მუდმივი ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ბიუროკრატიის შემცირებას, მენეჯმენტის იერარქიის აღმოფხვრას და რესურსების გადანაწილებას ეფუძნება", - წერს ადამიანური რესურსებისა და ტექნოლოგიების ვიცე-პრეზიდენტი ბეთ გალეტი Amazon-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.