რეზონანსი
29.10.2025

ჩვენ, უკრაინის ომის დაწყების დღიდან ვაკონტროლებთ იმას, რომ სანქცირებულ კომპანიებთან არ იყოს საქართველო აფილირებული. თუმცა ვხედავთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, ყველანი ვაჭრობენ და ცდილობენ, რომ რაღაც შემოსავალი მიიღონ და ხელი მოითბონ ამ ომიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსული ნავთობის ექსპორტის ჩრდილოვან სქემებზე საუბრისას.

მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ისმის ყველაზე მწვავე კრიტიკა საქართველოს მისამართით და ეს იმ ფონზე, როდესაც თავად სანქციების გვერდის ავლით სარგებელს იღებენ რუსეთისგან.

„ყველაზე ხისტი განცხადებები თუ საიდანმე შეიძლება იყოს [საქართველოს მიმართ], ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ვხედავთ, რომ არა მხოლოდ ნავთობის მიმართულებით, მათ გაზარდეს რუსეთთან ვაჭრობა ალკოჰოლის მიმართულებით, მედიკამენტებიც სხვათა შორის გააათმაგეს და გააასმაგეს ის რაოდენობა, რასაც რუსეთ-უკრაინის ომამდე ისინი ჰყიდდნენ რუსეთში. ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ საქართველოს მიმართ. ჩვენ, უკრაინის ომის დაწყების დღიდან ვაკონტროლებთ იმას, რომ სანქცირებულ კომპანიებთან და ა.შ. არ იყოს საქართველო აფილირებული. თუმცა ვხედავთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, ყველანი ვაჭრობენ და ცდილობენ, რომ რაღაც შემოსავალი მიიღონ და ხელი მოითბონ ამ ომიდან“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ბალტიისპირეთის ქვეყნების კომპანიები რუსეთის „ჩრდილოვან“ ტანკერებზე ნავთობის გადატვირთვაში მონაწილეობენ. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×